პატარა მაიმუნები 20-25 წლამდე ცოცხლობენ, დიდები 40 წელს და მეტსაც

მაიმუნი ძუძუმწოვრების ქვერიგის პრიმატების რიგის წარმომადგენელია;აერთიანებს უმაღლესი ძუძუმწოვრების და ადამიანის  ოჯახსაც. ბალნიანისაფარველი კარგადაა განვითარებული. სხეულის ზოგიერთ უბანზე ბალანიშეიძლება ძლიერ იყოს დაგრძელებული, რის შედეგადაც წარმოიქმნებაფაფარი, ულვაშები, წვერი. უმრავლესობას სახე და ყურები ტიტველი აქვს.პივაინებს აქვთ ძლიერ განვითარებული საჯდომი კორძები, რომლებიცმეტწილად მკვეთრი წითელია. მაიმუნებს კარგად აქვთ განვითარებულიმიმიკური კუნთებიც. კბილების რაოდენობა განსხვავებულია. კუჭიჩვეულებრივ მარტივია, მათ დიდი თავის ტვინი აქვთ. გრძნობისორგანოებიდან კარგად აქვთ განვითარებული მხედველობა და სმენა.თათები სატაცია. ორივე წყვილ კიდურზე ცერი უპირისპირდება დანარჩენთითებს. თითებზე აქვთ ფრჩხილები.

მაიმუნების უმრავლესობა ხროვებად ცხოვრობს,იკვებებიან მცენარეთა ნაყოფით,ფოთლებით,ნორჩი ყლორტებით, მწერებით,ჭიებით, ლოკოკინებით, ფრინველებისკვერცხითა და მართვებით, ჭამენ აგრეთვე პატარ-პატარა ფრინველებსა და ძუძუმწოვრებს.მაიმუნების მაკეობის ხანგრძლივობაგანსხვავებულია: უმდაბლესიმაიმუნების მაკეობა გრძელდება 4-5 თვემდე,გიბონებისა – 7 თვემდე, ადამიანის მსგავსი მაიმუნებისა – 275 დღემდე. ჩვეულებრივშობენ თითო ნაშიერს. მოთამაშე მაიმუნები ხშირად შობენ 2-3 ნაშიერს. პატარამაიმუნები 20-25 წლამდე ცოცხლობენ, დიდები – 40 წელს და მეტსაც. ზოოპარკისპირობებში მაიმუნები ასე ხანგრძლივად იშვიათად ძლებენ.

კომენტარები