პატივცემულო ლეონიდ! გთხოვთ დაგვეხმაროთ ლევან დოთიაშვილის გათავისუფლებაში! – მერაბ ჭიქაშვილი:

ორგანიზაცია „სოლიდარობა მშვიდობისათვის“ თავმჯდომარე მერაბ ჭიქაშვილი რუსეთის დუმის თანამემამულეებთან კავშირების საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ლეონიდ კალაშნიკოვს ლევან დოთიაშვილის გათავისუფლების თხოვნით მიმართავს: 

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან კავშირების საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ლეონიდ კალაშნიკოვს.

პატივცემულო ლეონიდ!

რუსულ-ქართული საზოგადოებრივი ფორუმის ფარგლებში თქვენი მონაწილეობით მიმდინარეობს მუშაობა ჩვენს ქვეყნებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების აღსადგენად. კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მადლიერებას ფასდაუდებელი წვლილისათვის ქართული მხარის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრაში.

კარგად ვიცით, თუ რა ავტორიტეტით, პატივისცემითა და ნდობით სარგებლობთ სამხრეთ ოსეთში. ორგანიზაციის „სოლიდარობა მშვიდობისათვის“ და საქართველოს საზოგადოებრიობის უმეტესი ნაწილის სახელით მოგმართავთ, ხელი შეგვიწყოთ საქართველოს მოქალაქის, ლევან დოთიაშვილის  (დაბადებული 1990 წლის 25 ოქტომბერს) გათავისუფლებისა და ოჯახში დაბრუნების საქმეში.

გაცნობებთ, რომ ლევან დოთიაშვილი დაკავებულია 2023 წლის 7 ნოემბერს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სასაზღვრო სამსახურის მიერ.

პატივისცემით,

ორგანიზაცია „სოლიდარობა მშვიდობისათვის“ თავმჯდომარე

მერაბ ჭიქაშვილი

მის. თბილისი, იური გაგარინის ქ. N 24

 

კომენტარები