პატრიარქის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს:
-„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილს PCR ტესტირება ჩაუტარდა და მას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამჟამად ქალბატონი შორენა თეთრუაშვილი თავს კარგად გრძნობს და დაავადება სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს“.