პატრიარქის მილოცვა ძველით ახალ წელს

პატრიარქის მილოცვა ძველით ახალ წელს:

-„დღეს არის ბედნიერი დღე, ვისტუმრებთ ძველ წელს და ვხდებით ახალ წელს.
დღეს საპატრიარქოში შევასრულეთ სამადლობელი პარაკლისი და მადლობა შევწირეთ უფალს იმ განსაცდელისთვის, იმ მძიმე დღეებისთვის და იმ სიხარულისათვის რომელიც გამოვიარეთ გასულ წელს.
ვლოცავთ მომავალ წელს! ბედნიერი იყოს ეს წელი საქართველოსთვის და მთელი მსოფლიოსთვის.
წმინდა იოანე ღვთისმეტყველი ბრძანებს ,,ღმერთი სიყვარულია” და მართლაც სიყვარული რომ არ ყოფილიყო, ვინ გაუძლებდა ამ ცხოვრებას. სიყვარული მოგვცა მამაზეციერმა და სიყვარული იყოს მფარველი ჩვენი ცხოვრებისა. სიყვარულმა გაგაძლიეროთ და ბოლომდე მიგატანინოთ თქვენი ჯვარი.
დალოცვილი იყავით.
ჩვენთან არს ღმერთი!“

პატრიარქი ილია მეორე ( 2020 წელი, 14 იანავრი )

კომენტარები