პატრიარქის მიმართვა მრევლს საშობაო მარხვათან დაკავშირებით

“ხვალ, 28 ნოემბერს, იწყება საშობაო მარხვა, რომელიც 7 იანვრამდე გასტანს.
ამ მარხვაში 25 დეკემბრის ჩათლით დაშვებულია თევზი (ოთხშაბათის და პარასკევის გარდა).
ეპიდემიის მიზეზით შექმნილი ვითარების გამო, სასულიერო პირებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, იკონომიის წესით, საჭიროებისამებრ, მისცენ ნება მორწმუნეთ რძის ნაწარმის გამოყენებისა და არ შეუქმნან მათ დაბრკოლება წმ.ზიარების მისაღებად.
ასევე ვთხოვთ მრევლს, გააძლიერონ ლოცვა და, ყოველდღიური ლოცვების გარდა, დამატებით წაიკითხონ მე-3, 26-ე, 102-ე და 145-ე ფსალმუნები.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.
მარხვა სინანულისა და შობა სიხარულისა გაგვითენოს უფალმა, ამინ!”
უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე.
კომენტარები