„პატრიარქი არის იმის მომხრე, – ვაქცინა იყოს ნებაყოფლობითი. მნიშვნელოვანია მოქალაქეების მაქსიმალური ინფორმირება ვაქცინის უსაფრთხოებასა და“-ეკატერინე ტიკარაძე

საპატრიარქოში, ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე განაცხადა:

-„შეხვედრის მიზანი იყო მისი დეტალურად ინფორმირება, -როგორია ქვეყანაში ეპიდვითარება, ასევე როგორ არის დაგეგმილი ვაქცინაციის პროცესი, რას მოიცავს ვაქცინაცია, რა რისკები და დადებითი  შედეგები შეიძლება ჰქონდეს ჩვენი მოქალაქეებისთვის. მათი მხრიდან აღქმულია ის პრობლემები, რაც გლობალურად აქვს სამყაროს დღეს კოვიდპანდემიასთან მიმართებაში. საპატრიარქო მიესალმება ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან ყველა იმ გონივრულ გადაწყვეტიელბას, რაც ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის, უსაფრთხოების დასაცავად იქნება მიღებული. საპატრიარქოს მხრიდან დაფიქსირდა მკვეთრი პოზიცია, -ისინი არ ჩაერთვებიან აქტიურ პროპაგანდაში.  თუმცა, ნებისმიერ გონივრულ გადაწყვეტილებას, რომელსაც საფუძვლად უდევს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის უსაფრთხოება, ისინი მიესალმებიან, მხარს დაუჭერენ მთავრობის, ჯანდაცავის სამინისტროს გადაწყვეტილებას. პატრიარქს მივაწოდე დეტალური ინფორმაცია ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებასა და ვაქცინაციის პროცესის შესახებ.

პატრიარქი არის იმის მომხრე, – ვაქცინა იყოს ნებაყოფლობითი. მნიშვნელოვანია მოქალაქეების მაქსიმალური ინფორმირება ვაქცინის უსაფრთხოებასა და სარგებელთან დაკავშირებით. ჩვენ არ გვისაუბრია იმაზე, ჩაერთვებიან თუ არა ვაქცინაციის პროცესში საპატრიარქოს წარმომადგენლები, თუმცა ჩვენგან დეტალური ინფორმაციის მიღების შემდეგ, შესაძლოა, თავად მიიღონ ასეთი გადაწყვეტილება“.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, „ასტრაზენეკას“ პირველი პარტია 13 მარტს შემოვიდა.

ვაქცინაცია  თბილისის გარდა ქვეყნის 29 რეგიონულ ცენტრში იწყება.

საქართველოში 15 მარტიდან  COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. პირველ ეტაპზე იმუნიზაცია სამედიცინო პერსონალს უტარდება. ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმაც გაიკეთეს აცრა.

კომენტარები