პატრიარქმა დაწერა ახალი ლოცვა – სადაც არ უნდა იყოთ, სახლში თუ სამსახურში, ეს ლოცვა წაიკითხეთ

წუხელ პატრიარქმა დაწერა ახალი ლოცვა.
სადაც არ უნდა იყოთ, სახლში თუ სამსახურში, ეს  ლოცვა წაიკითხეთ ყოველდღე და ღმერთი შეისმენს თქვენს ლოცვას.
ლოცვა –
 „მამაო ჩვენო, ღმერთო, აბრაამისა, ისააკისა და იაკობისა, დიდება და მადლობა შენ!
 უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს სახელით, მისი მეოხებითა და შუამდგომლობით გევედრებით, გარდამოიხილე ზეცით, მოწყალეო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენნი, მოგვეც ძალა ბოროტის დათრგუნვისა და სიმართლის გზით სვლისა. მოგვეც ძალა შენი მორჩილებისა!
 დაგვილოცე ოჯახები, შვილები და შვილიშვილები, ჩვენი ახლობლები, დაგვილოცე საქართველო და მთელი მსოფლიო.
 შენნი ვართ, გვაცხოვნე ჩვენ!
 შეგთხოვთ, უფალო, დაამშვიდე ცხოვრება ჩვენი, გვიხსენ ჭირთა და სენთაგან და მრავაფერთა განსაცდეთაგან.
✨ შეგთხოვთ, უფალო, არა უგულებელს-გვყო ჟამსა მას მეორედ მოსვლისა შენისასა, არამედ ვიხარებდეთ ორსავ სოფელსა შინა და მარად გადიდებდეთ შენ – მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, ამინ!“
ბარბარობა 2020 წელი“
კომენტარები