პატრიკ უილიამის დაქირავებული სასტუმრო ნომრის ჩხრეკისას კალაშნიკოვის ავტომატი იპოვეს

ტეხასის შტატში მცხოვრებ ასაკოვან ქალს შვილიშვილმა, პატრიკ უილიამსმა უთხრა, რომ ავტომატური იარაღი АК-47 ჰქონდა ნაყიდი და ადგილობრივ ოტელში აპირებდა სროლის მოწყობას, იმიტომ, რომ „პოლიციელები თავის მოკვლაში დახმარებოდნენ“.

ქალმა დაარწმუნა შვილიშვილი, გაჰყოლოდა საავადმყოფოში და ინფორმაცია გადასცა სამართალდამცველებს. ფედერალურმა აგენტებმა უილიამსის მიერ დაქირავებული სასტუმრო ნომრის ჩხრეკისას კალაშნიკოვის ავტომატი იპოვეს.

ბებიას  ამერიკის პროკურორმა ერინ ნილი კოქსმა მადლობა გადაუხადა. ამ ინფორმაციას  USA Today ავრცელებს.
საავადმყოფოდან ახლგაზრდის გამოწერის შემდეგ პოლიციამ ის დააკავა. ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის ყიდვისას არასწორი ინფორმაციის მითითება წარედგინა. პატრიკ უილიამსს ცრუ მისამართი ჰქონდა ჩაწერილი სპეციალურ ფორმაში.
უილიამსს ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

აშშ-ში მანამდე ელ-პასოსა და დეიტონში ორი შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, რა დროსაც 31 ადამიანი დაიღუპა,  50 დაიჭრა.

კომენტარები