“პატრიოტთა ალიანსის რუსეთუმობაზე კივით და ნატალიკო ჩხეიძე და ზაზა ოქუაშვილი ზე-ევროპელად გყავთ და ეფერებით, ეგ როგორააა?”-ირაკლი ლატარია:

 

ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში წერს-

“ეს ოპოები რომ პატრიოტთა ალიანსის რუსეთუმობაზე კივით და ნატალიკო ჩხეიძე და ზაზა ოქუაშვილი ზე-ევროპელად გყავთ და ეფერებით, ეგ როგორააა? 🙂 ორივე პატრიოტთა ალიანსით არ იყო შესული? ერთი პარლამენტში და მეორე – აჭარის უმაღლეს საბჭოში?

მოკლედ, თუ რომელიმე პარტიას აქვს ანტი რუსულობაზე სათქმელი, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ქართული ოცნება, დანარჩენებმა მგიმოს დიპლომს, რუსულ პასპორტებს და რუსულ ფულს მიხედეთ, რომელსაც თურმე სუნი არ ჰქონია, როგორც ამას თქვენი ერთ – ერთი ლიდერი ივანე მერაბიშვილი გვიმტკიცებდა.”-წერს ანალიტიკოსი

მოამზადა ნათია ბერიძემ

კომენტარები