„პატრიოტთა ალიანსი“ ხელახალი არჩევნების დანიშნვას მოითხოვს – პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს

„პატრიოტთა ალიანსი“ პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს.

-„პარტია აქტიურად დაიწყებს საპროტესტო კამპანიას უწყვეტი აქციების სახით. ეს იქნება უწყვეტი ფართომასშტაბიანი აქცვიები, ვიდრე ხელისუფლება არ დანიშნავს ხელახალ არჩევნებს. 7 ნოემბერს, 16:00 საათზე, ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე. ჩვენს ყველა მხარდამჭერს მოვუწოდებთ, გადავიდეთ ბრძოლის ახალ ეტაპზე, გადავიდეთ უწყვეტი საპროტესტო აქციების რეჟიმზე, რომ დავიცვათ ჩვენი ხმები, დავიცვათ ქართველი ხალხის არჩევანი, დავიცვათ ქვეყანა უზნეო და უსინდისო გამყალბებლისგან. ამ გზაზე არ იქნება არანაირი დანდობა, ჩვენ, – „საქართველოს პატროოტთა ალიანსი” ვმოქმედებთ დამოუკიდებლად, გვაქვს ჩვენი დამოუკიდებელი მოქმედების სტრატეგი და ტაქტიკა”,- განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა.

ცესკოს მიერ მონაცემთა 100%-ის დათვლის შემდეგ, საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში პროპორციული მანდატები დიდი სიზუსტით ასე გადანაწილდება:

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ – 61 მანდატი

„ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ – 35 მანდატი

„ევროპული საქართველო“ – 5 მანდატი

„ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „პატრიოტთა ალიანსი“ და „გირჩი“ – 4-4 მანდატი

„მოქალაქეები“ – 2 მანდატი

„ლეიბორისტული პარტია“ – 1 მანდატი

ამასთან, „ქართულ ოცნებას“ კიდევ 14 მაჟორიტარი დეპუტატი ემატება, რომლებმაც არჩევნები პირველივე ტურში მოიგეს.

მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან ცესკო-ს არჩევნების საბოლოო შედეგები ჯერ არ გამოუქვეყნებია.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 3 847 საარჩევნო უბნის ხმები დათვლილია. საბოლოო შედეგები შემდეგნაირად გამოიყურება:

„ქართული ოცნება“ – 48,15 %;

„ნაციონალური მოძრაობა“ – 27,14%;

„ევროპული საქართველო“ – 3.78%;

„ლელო“ – 3,15%;

„პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%;

„სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %;

„გირჩი“ – 2,89%;

„ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%;

„ლეიბორისტული პარტია“ – 1%;

დანარჩენ პარტიებს, ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ.

საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლება და პროცედურების უმეტესობა დაცული იყო.

კომენტარები