პაციენტმა წყლის ნაცვლად, სადეზინფექციო ხსნარი დალია, – ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს

„კლინიკა ბომონდი“-ს ცხელების ცენტრში კორონავირუსზე საეჭვო სიმპტომების მქონე სამი პაციენტის ლაბორატიული კვლევის შედეგებს ელოდებიან.

მათგან ორი პაციენტი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სახლებიდან ცხელებით შეიყვანა. ერთმა პაციენტმა წყლის ნაცვლად, შემთხვევით, სადეზინფექციო ხსნარი დალია.   ზესტაფონიდან, „ჯეოჰოსპიტალი“-ს კლინიკიდან გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია.

„კლინიკა ბომონდი“-ს ცხელების ცენტრი ამ დრომდე ცხელების სიმპტომის მქონე 200-მდე პაციენტს მოემსახურა, მათ შორის ორსულებს.

ლაბორატორიული კვლევების შედეგად, კორონავირუსი არც ერთ მათგანს დაუდასტურდა.

 

კომენტარები