პაციენტს გამოჯანმრთელებულის პლაზმა გადაუსხეს – „2 დღის წინ ჩვენ განვახორციელეთ პირველი გადასხმა ასეთი პლაზმის მძიმე პაციენტზე“ – თენგიზ ცერცვაძე

-„იმ პაციენტის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულის პლაზმა გადაუსხეს, გაუმჯობესდა. ჯერჯერობით უცნობია, გადარჩება თუ არა ავადმყოფი, თუმცა სპეციალისტებს ამის იმედი აქვთ

2 დღის წინ ჩვენ განვახორციელეთ პირველი გადასხმა ასეთი პლაზმის მძიმე პაციენტზე, 83 წლის ქალბატონზე. მისი მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო, მკურნალობის სხვა მეთოდები არაეფექტური გამოდგა. ამ მომენტისთვის პაციენტი კვლავ რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში. ჯერ ბოლომდე არ არის გარკვეული მისი გადარჩენა მოხერხდება თუ ვერა. ყველაზე მძიმე წუთები, ვფიქრობ, უკან არის და ჩვენ იმედის თვალით ვუყურებთ.  გამოჯანმრთელებულების პლაზმის გამოყენება კორონავირუსის მკურნალობის უნივერსალური მეთოდი ვერ გახდება“, – განაცხადა „მაესტროს“ ეთერში თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.

კომენტარები