„პაციენტს ვურჩევთ, კონსულტაცია თავის მკურნალ ექიმთან გაიაროს“-თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:

-„აცრის წინ არანაირი გამოკვლევის ჩატარება არც ერთი პროტოკოლით რეკომენდებული არ არის, თუმცა თუ რაიმე განსაკუთრებული მდგომარეობაა, თუ არის მიმდინარე სერიოზული დაავადება ან მედიკამენტური მკურნალობა, პაციენტს ვურჩევთ, კონსულტაცია თავის მკურნალ ექიმთან გაიაროს. რუტინულად ან დ-დიმერის ან რომელიმე სხვა გამოკვლევის ჩატარება ვაქცინაციის წინ საჭირო არ არის“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. ვაქცინაციის პროცესი ამ ეტაპზე „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინით მიმდინარეობს. საქართველომ  გასულ კვირას „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო.

კომენტარები