პეკინის ზოოპარკში ტურისტმა მთვლემარე პანდას კენჭები ესროლა

პეკინის ზოოპარკში ტურისტმა მთვლემარე პანდას კენჭები ესროლა. ქალმა ვიდეო გადაიღო და ჩინურ სოციალურ ქსელში გაავრცელა. სოციალური ქსელის მომხმარებლებმა ვიდეოს ავტორი გააკრიტიკეს.

დიდი პანდა ჩინეთში წმინდა ცხოველად ითვლება, მაგრამ ჩინელების ნაწილი მას პატივსაცემად არ მიიჩნევს. იყო შემთხვევები, როდესაც ადგილობრივები პანდებს კლავდნენ გამიზნულად თუ შემთხვევით. ნაკრძალის ზოგიერთი დამთვალიერებელი ბამბუკის დათვს „ცირკის მასხარად” აღიქვამს, რომელმაც თავისი ქცევებით მნახველი უნდა გაართოს.

ასევე იყო შემთხვევა, პეკინის ზოოპარკში ორი ადამიანი მძინარე პანდას სახელად „მენდას”, ნახევარი საათის განმავლობაში ქვებს ესროდა, რათა ცხოველს გარკვეული აქტივობები შეესრულებინა.
როდესაც ნაკრძალის ზედამხედველებმა უსიამოვნო ფაქტი შეამჩნიეს, ვანდალური ქმედება შეაჩერეს, ცხოველის მდგომარეობა შეამოწმეს და მისი სამყოფლის დეზინფექცირება მოახდინეს.

პანდას დღე-ღამეში 12 საათი ძინავს, ხოლო დარჩენილი დროის დიდი ნაწილი ჭამს ან უმოძრაო მდგომარეობაში ატარებს.

კომენტარები