პეკინის მშვიდობიანი ზრახვები ეწინააღმდეგება ვაშინგტონის აგრესიულ რიტორიკას ჩინეთის შეკავების შესახებ

 

ჩინეთის ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ სი ძინპინგსა და ჯო ბაიდენს შორის მოლაპარაკებები წარმატებული იქნება 15 ნოემბერს დაგეგმილ ონლაინ სამიტის დროს, განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ვანგ ვენბინმა. რუსეთი ყურადღებით დააკვირდება მოლაპარაკებების შედეგებს.

მანამდე სი ძინპინმა ამერიკულ მხარეს მიმართა წერილთ სადაც აღნიშნა, რომ ჩინეთი მზადაა ითანამშრომლოს შეერთებულ შტატებთან ურთიერთპატივისცემისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების პრინციპებზე და მოელის ორმხრივი ურთიერთობების დაბრუნებას “ჯანსაღი განვითარების სწორ გზაზე”.

პეკინის მშვიდობიანი ზრახვები ეწინააღმდეგება ვაშინგტონის აგრესიულ რიტორიკას ჩინეთის შეკავების შესახებ.
მიზეზი ზედაპირულია 2050 წლისთვის ჩინეთი ეკონომიკას 10-ჯერ გაზრდის და შეერთებულ შტატებს მშპ-ს მიხედვით მსოფლიოში პირველი ადგილიდან ჩამოაგდებს.

სი ძინპინგი ბაიდენს ახალ სტატუსში ელაპარაკება – ის უკვე ისტორიული მნიშვნელობით თანაბარი ფიგურაა კომუნისტური ჩინეთის დამაარსებელ მაო ძედუნთან და მის რეფორმატორ დენ სიოპინგთან. ახლა სი ძინპინგს „ჩინური აღორძინების საჭეს“ ეძახიან.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები