პეკინი კორონავირუსის ლაბორატორიული შემთხვევის შედეგად გავრცელების ვერსიას აბსურდულს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ჩინელ კოლეგასთან, იან ცზეჩისთან საუბარში ხაზი გაუსვა თანამშრომლობისა და გამჭვირვალობის აუცილებლობას COVID-19-ის წარმოშობის დადგენის საკითხში.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოფიციალური პეკინის სერიოზული შეშფოთება გამოთქვა – აშშ-ში აბსურდული ისტორია ვრცელდება, – კორონავირუსი უხანში ლაბორატორიული შემთხვევის შედეგად გავრცელდა.

26 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სპეცსამსახურებს კორონავირუსის წარმოშობის შესახებ გამოძიების გაძლიერება დაავალა.

25 მაისს თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ჩინეთი ბოლომდე არ იყო გამჭვირვალე COVID-19-ის წარმოშობის გამოძიებისას და საჭიროა სრული გამოძიება იმის დასადგენად, ვირუსი ბუნებრივად გავრცელდა თუ ლაბორატორიული შემთხვევის შედეგად.

30 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის წარმოშობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ვირუსის ლაბორატორიაში ინციდენტის შედეგად წარმოშობის ვერსია ნაკლებად სავარაუდოა.

კომენტარები