პეკინში დაბრუნებული ყველა ადამიანი 14-დღიან კარანტინს გაივლის

პეკინის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში ქალაქში დაბრუნებული ყველა ადამიანი 14-დღიან კარანტინს გაივლის.

ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მათთვის, ვინც რეკომენდაციას არ გაითვალისწინებს, საჯარიმო სანქციებია გათვალისწინებული. პეკინის მოსახლეობა 20 მილიონ ადამიანს აჭარბებს.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი 1523-ს მიაღწია, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 66 492-მდე გაიზარდა.

კორონავირუსით დაავადებული პაციენტის გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა იაპონიაში. ეს ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავირუსით გარდაცვალების მესამე შემთხვევაა. კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა ეგვიპტეშიც.

 

კომენტარები