პენიტენციურ სისტემაში ინტენსიური ტესტირება გრძლედება – „ქალთა პენიტენციური დაწესებულების გარდა, ვირუსის შემთხვევები არსად“

პენიტენციურ სისტემაში ინტენსიური ტესტირება გრძლედება.

-„მინდა აღვნიშნო,  ქალთა პენიტენციური დაწესებულების გარდა, ვირუსის შემთხვევები არსად დაფიქსირებულა.  პენიტენციურ სისტემაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის შესახებ არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, მათ შორის გეგუთთან დაკავშირებით.

გეგუთში 763 ტესტიდან ყველა არის უარყოფითი. ეს მაგალითი კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ, არ შეიძლება გადაუმოწმებელი და დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელება, მით უმეტეს, ისეთ მგრძნობიარე თემებზე, როგორიც პენიტენციური სისტემაა,  შესაძლებელია, ამან განსაკუთრებით პატიმრების და მათი ოჯახების შეშფოთება გამოიწვიოს“, – განაცხადა  იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ.

კომენტარები