პენსიები ყოველწლიურად გარანტირებულად გაიზრდება

ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა  ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებული მიზნობრივი სოციალური დახმარებებისა და საგადასახადო შეღავათების შესახებ პრეზენტაცია გამართა.

ივანე მაჭავარიანმა პენსიის მატებაზეც ისაუბრა.

-„წლების განმავლობაში მთავრობის დღის წესრიგში იყო. ქვეყნის დიდი ბიუჯეტი დიდი გამოწვევის წინაშეა, მთავრობისთვის ეს თემა პრიოტიტულია.

ალბათ, გემახსოვრებათ,  ეს იყო მუდმივი სპეკულაციის საგანი წლების განმავლობაში. ვისაც არ ეზარებოდა, ყველა ამ თემით სპეკულირებდა. ზოგი ამბობდა, რომ 300 ლარით გაზრდიდა, ზოგო 400 ლარით და ა.შ. საბოლოოდ ჩვენ შევიმუშავეთ წესი, რომელი პრაქტიკულად უზრუნველყოფს იმას, რომ ავტომატურ რეჟიმში, ყოველ წელს, პენსიონრებს გაეზარდოთ პენსია არა იმის მიხედვით, რომელი პოლიტიკური ძალაა ხელისუფლებაში და ვინ რამდენად პოპულისტია და ვინ რამდენად არის მოკლევადიან ამოცანებზე ორიენტირებული, არამედ იყოს გამჭვირვალე და პროგნოზირებადი წესი.

იყო წლები, როცა საქართველოში პენსია საერთოდ არ იზრდებოდა და ეს დამიკიდებული იყო იმაზე, თუ ვინ იყო ხელისუფლებაში. „ჩვენ გვინდა, რომ ეს წესი შემოვიღოთ და იმუშავოს ავტომატურ რეჟიმში. ანუ პენსიონრებს ყოველწლიურად, გარანტირებულად გაეზრდებათ პენსია“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მთავრობის ახალი ინიციატივის თანახმად, 2021 წელს 1 იანვრიდან, პენსიონრებს კვლავ მოემატებათ პენსია და სამომავლოდ თანხის ზდრის მაჩვენებელს კანონმდებლობა განსაზღვრავს.

„2020 წელს მიღებული გვქონდა უკვე გადაწყვეტილება, ზაფხულში 70 წელს გადაცილებულებს 30 ლარით ემატებოდათ პენსია. მიუხედავად იმისა, რომ შექმნილ ვითარებაში ბიუჯეტი 3, 9 მილიარდი ლარით ნაკლებს მიიღებს, მაინც გამოვნახეთ პენსიის მომატების შესაძლებლობა.

ახალი ინიციატივის თანახმად, 2021 წელს 1 იანვრიდან, პენსიონრებს კვლავ მოემატებათ პენსია და სამომავლოდ თანხის ზდრის მაჩვენებელს კანონმდებლობა განსაზღვრავს. „ინიციატივა მდგომარეობს იმაში, რომ პენსიის ყოველწლიური ზრდა მიბმული იქნება ინფლაციის დონეს, რაც იმას ნიშნავს, რომ პენსიის მატება ინფლაციის დონეზე მეტი იქნება, ხოლო 70 წელს გადაცილებული მოსახლეობისთვის, გარდა ინფლაციის დონისა, პენსია ეკონომიკური ზრდის 80 % -ის მაჩვენებლითაც იქნება დაკორექტირებული, რაც მათთვის განისაზღვრება დაახლოებით 25 ლარით. პენსიონერები დამოკიდებული იქნებიან არა ამა თუ იმ მთავრობის სურვილსა თუ გადაწყვეტილებაზე, არამედ პენსიის ინდექსაციის რეჟიმი გათვალისწინებული იქნება უკვე ჩვენი კანონმდებლობით“,- განაცხადა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა.

კომენტარები