პენსილვანიის სასამართლომ დონალდ ტრამპის სარჩელი დააკმაყოფილა – დაუთვლელი ბიულეტენები გაუქმდება

პენსილვანიის სასამართლომ დონალდ ტრამპის სარჩელი დააკმაყოფილა, დაუთვლელი ბიულეტენები გაუქმდება. საქმე ეხება ფოსტით გაგზავნილ ბიულეტენებს, მათი დამოწმებისთვის ვადა 9 ნოემბრამდე იყო განსაზღვრული, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა. დაახლოებით რამდენი ბიულეტენის გაუქმებაზე შეიძლება იყო საუბარი, ჯერ უცნობია.

ამ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

პენსილვანიის სახელმწიფო მდივანმა, კეთი ბუკვარმა ფოსტით გაგზავნილი ბიულეტენების დასამოწმებლად ვადა 12 ნოემბრამდე გაახანგრძლივა, სასამართლომ მიიჩნია, რომ მას ასეთი გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება არ გააჩნდა.

პენსილვანიაში ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს 40 000 ხმით უსწრებს. პენსილვანია საარჩევნო რბოლაში ერთ-ერთი გადამწყვეტი შტატია, სადაც წარმატების მიღწევის შემდეგ ამერიკულმა და საერთაშორისო მედიამ ჯო ბაიდენი აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა.

კომენტარები