“პერსონა 2023” – ნანა თევდორაძე გახდა:

საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია “პერსონა” წარმოგიდგენთ
“პერსონა 2023” – წლის ტიტულზე საბერძნეთში ქართული დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრის დამფუძნებელ ნანა თევდორაძეს, ემიგრაციაში ქართული საზოგადოებრივი საქმის წარმატებით განხორციელებისთვის.
⭕ ნანა თევდორაძე ქართული დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრის დამფუძნებელი საბერძნეთში.
აღნიშნული ცენტრი და მისი დამფუძნებელი ქალბატონი ნანა თევდორაძე საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის წარმატებით ახორციელებს, კულტულურ, , სამოქალაქო და საზოგადოებრივ საქმიანობას.
ცენტრი ეწევა ქართული კულტურის პოპულარიზაციას და აორგანიზებს ღონისძიებებს. ცენტრის ფუნქციონირებას საბერძნეთში ხელს უწყობენ წარმატებული ქართველი ემიგრანტები.

ნანა თევდორაძე

დაიბადა ქ.ქუთაისში 1961 წლის 9 ნოემბერს. დაამთავრა ქუთაისის მე 21 საშუალო სკოლა, ქუთაისის მუსიკალური ტექნიკუმი. ქუთაისში დააფუძნა მუსიკალური სტუდია. ყავს მეუღლე და ორი შვილი და ერთი შვილიშვილი.
19 წელია ცხოვრობს და მუშაობს საბერძნეთში. ეწევეა ქველმოქმედებას როგორც საქართველოში ასევე ემიგრაციაში.
ემიგრანტებმა ქალბატონ ნანას დიდი სიყვარულით შეარქვეს ,,დედა ტერეზა”.

 – “ვულოცავთ ქალბატონ ნანას❤️ უღრმესი მადლობა ქალბატონი ნანას წარდგენისთვის ასევე ქველმოქმედ ქალბატონს თამარ მიქელაძე – ს”

– წერენ ემიგრანტები კომენტარებში.

წყარო: https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=pfbid02tuQ8bre8psNkNBYx9gU7zhwnBeEpb5wQAbJPVb3wneyJtH2MpnGNSKjN6W257eEDl&id=100068726962453

კომენტარები