პესკოვი ყველაფერზე კომენტარს აკეთებს, მათ შორის ლექსებსაც არ ტოვებს უყურადღებოდ

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა კომენტარი გააკეთა მუსიკოს სერგეი შნუროვის ლექსზე. მუსიკოსმა ლექსი უძღვნა პუტინის დასვენებას ციმბირის ტაიგაში.

„პოეტს უფლება აქვს ჰქონდეს თავისი ხედვა“ – უპასუხა მან gazeta.ru-ს შეკითხვაზე, სინამდვილეს აღწერდა თუ არა შნუროვი ლექსში რუსეთის ლიდერის დასვენების შესახებ.

მუსიკოსმა ინსტაგრამში გამოაქვეყნა პრეზიდენტის ფოტო ანკესით ხელში ტბის ფონზე და დაურთო ლექსი:

„Осень. Как же хорошо!
Рыба, утки под прицелом.
Шойгу в кадр не вошел,
С ним десяток офицеров“…

ვლადიმირ პუტინს 7 ოქტომბერს 67 წელი შეუსრულდა და თავისი დაბადების დღის წინ რუსეთის ლიდერი თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს თანხლებით იმყოფებოდა ციმბირის ტაიგაში, სადავ გაისეირნა ბუნებაში და შეაგროვა სოკოები. ისინი ავიდნენ თითქმის ორი ათასი მეტრის სიმაღლეზე.

ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო ამ გასეირნების შესახებ:

 

წყარო: ria.ru

კომენტარები