პეტერბურგში რელიგიური უმცირესობების დასაცავად ღონისძიებები იმართება

რუსეთის ქალაქ პეტერბურგში, რელიგიური უმცირესობების უფლებების დასაცავად, სხვადასხვა სახის ღონისძიება დაიწყო.

პროექტი, სახელწოდებით „მოწმეების გარეშე“, თავდაპირველად, მოხსენებით გაიხსნა. შემდეგ კი, კინოჩვენებაც გაიმართა. შედგა ასევე, დისკუსია თემის ირგვლივ.

ღონისძიებები, რუსი დრამატურგის, ალექსანდრე გალიჩის სახლში იმართებოდა.

მონაწილეებმა დევნის და მათ მიმართ ცუდი დამოკიდებულების პრობლემებზე ისაუბრეს.

ღონისძიებას დემოკრატიული მოძრაობა  „სოლიდარობის“ აქტივისტები ესწრებოდნენ.

როგორც აქტივისტებმა განაცხადეს, შესაძლო დევნის და წამების ყველა ფაქტზე, რეაგირებას მაშინვე მოახდენენ.

 

კომენტარები