პეტერბურგში საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე, პლენარული სხდომა გაიმართა
რუსეთის ქალაქ პეტერბურგში, საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე პლენარული სხდომა გაიმართა.
სხდომას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც დაესწრო. იყვნენ სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც მათ შორის ჩინეთის წარმომადგენელი სი ძინპინი, გაერთიანებული ერების ორგნიზაციის პრეს-მდივანი ანტონიო გუტერეშა, ბულგარეთის პრეზიდენტი რუმენა რადევა, სომხეთის პრემიერ მინისტრი ნიკო ფაშინიანი და სლოვაკეთის წარმომადგენელი პეტრე პელეგრინი.
დისკუსიას სტუმრებს შორის სოფიკო შევარდნაძე მართავდა.
პლენარული სხდომა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გახსნა.
ვლადიმერ პუტინმა ყურადღება რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე გააკეთა. მათ შორის რუსეთში გაზის წარმოების, ეკონომიკისა და კომპანია “ჰუაევის” გარშემო შექმნილ ვითარებაზე.
“თავდაპირველად ჩვენ გვჭირდება, რომ საშუალო ევროპის დონეზე მაინც გავიდეთ და დავმკვიდრდეთ. ყველა ასპექტში გვჭირდება განვითარება, როგორც თითოეულის ცხოვრების გაუმჯობესების ასევე, თითოეული მოქალაქის კმაყოფილების მხრივ.” – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა