პეტრე-პავლობის მარხვა დაიწყო – პეტრე-პავლობის მარხვა ხსნილია თევზით (ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა)

20 ივნისს მარხვა იწყება.
პეტრე– პავლობის მარხვა12 ივლისს სრულდება.
დიდმარხვასთან შედარებით ეს მარხვა მსუბუქია და თევზით არის ხსნილი (ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა). პეტრე–პავლობის მარხვის ხანგრძლივობა ცვალებადია და სულთმოფენობას უკავშირდება, რომელიც თავის მხრივ აღდგომის დღესასწაულზეა დამოკიდებული და აღდგომიდან 50–ე დღეს აღინიშნება. მარხვა კი სულთმოფენობიდან ერთ კვირაში იწყება.
მარხვის ხანგრძლივობა ყველაზე ცოტა 10 დღეა, ყველაზე ბევრი კი – ექვსი კვირა.
12 ივლისს მართლმადიდებლური ეკლესია პეტრე–პავლობის დღესასწაულს ზეიმობს.
პეტრე-პავლობის მარხვა ხსნილია თევზით (ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა).
პეტრე–პავლობის მარხვის ხანგრძლივობა ცვალებადია და სულთმოფენობას უკავშირდება, რომელიც თავის მხრივ აღდგომის დღესასწაულზეა დამოკიდებული და აღდგომიდან 50–ე დღეს აღინიშნება. მარხვა სულთმოფენობიდან ერთ კვირაში იწყება.
მარხვის ხანგრძლივობა ყველაზე ცოტა 10 დღეა, ყველაზე ბევრი კი – ექვსი კვირა.

პეტრე-პავლობის მარხვის ხანგრძლივობა აღდგომის თარიღზეა დამოკიდებული. ის ყველაზე დიდი ექვსი კვირა გასტანს, ხოლო ყველაზე მცირე — 7 დღე.

ამ მრავალდღიან მარხვას ძველად „ერგასის შემდგომს“ უწოდებდნენ. ამჟამად მას ზაფხულის მარხვადაც იხსენიებენ. საეკლესიო გადმოცემით, იგი ჯერ კიდევ მოციქულებს დაუწესებიათ.

სულთმოფენობის შემდეგ მოციქულები მარხვითა და ლოცვით ემზადებოდნენ სახარების საყოველთაო ქადაგებისთვის; დააარსეს ეკლესიები და ხელი დაასხეს ხუცებს. „საქმე მოციქულთა“ მოგვითხრობს: „და უკურთხნეს მათ ეკლესიად-ეკლესიად ხუცესნი და ლოცვითა და მარხვით შეჰვედრეს იგინი უფალსა, რომლისაცა მიმართ ჰრწმენა“ (საქმე 14, 23).

პეტრე-პავლობის მარხვას „მოციქულთა განწესებაც“ იხსენიებს: „სულთმოფენობის შემდგომ იზეიმეთ ერთი შვიდეული და შემდგომ იმარხულეთ“.

პეტრე-პავლობის მარხვის შესახებ საინტერესო ცნობებია დაცული ათანასე დიდთან, ამბროსი მედიოლანელთან (IV ს.) და ლეონ დიდთან (V ს.). წმინდა ათანასე დიდიიმპერატორ კონსტანტინესადმი მიძღვნილ სიტყვაში, რომელშიც არიანელებს ამხელს, წერს: „წმინდა ორმოცდამეათე დღის შემდგომ, მარხვაში, ერი სალოცავად გავიდა სასაფლაოზე“; წმინდა ამბროსი მედიოლანელი ამბობს: „ღმერთმა ისე განაგო, რომ მონაწილეობა მიგვეღო მის ვნებებში, ორმოცდღიან მარხვაში; ასევე ბედნიერგვყო თავისი აღდგომითა და სულთმოფენით… ხოლო ამ მხიარულ დღეთა შემდეგ ჩვენ ისევ ვმარხულობთ“; ლეონ დიდი კი წერს: „საეკლესიო მარხვები წელიწადის დროთა შესაბამისად ისეა განაწილებული, რომ წელიწადის ყოველ დროს შესაბამისი თავშეკავებული მოღვაწეობაც ახლავს“.

ანტიოქიის პატრიარქი თეოდორე ბალსამონი (XII ს.) მიუთითებს: „პეტრეპავლობის დღესასაწულამდე შვიდი და უფრო მეტი დღით ადრე ყოველი ქრისტიანი, ერისკაცნიცა და მონაზვნებიც, ვალდებულნი არიან, იმარხულონ, თორემ განყენებულნი იქნებიან კრებულიდან“.

ცნობილია, რომ ეს მარხვა სულთმოფენობის შემდგომ ესპანეთის 517 წლისა და ტრულის 582 წლის II საეკლესიო კრებაზე განაწესეს. წყაროებიდან ჩანს, რომ პეტრეპავლობის მარხვა თავდაპირველად მხოლოდ ერთი კვირა გრძელდებოდა. მერე კი, როდესაც მთელ მსოფლიოში ერთსა და იმავე დღეს დაიწყეს მოციქულების პეტრესა და პავლეს ხსენება, მარხვის ხანგრძლივობაც გაიზარდა – დადგინდა, მათი ხსენების დღემდე, ე.ი. 12 ივლისამდე ემარხულათ. კანონები მოციქულთა მარხვის შესახებ დაცულია იოანე მმარხველთან (VI ს.), საბა იერუსალიმელისა და სტუდიელთა მონასტრის ტიპიკონებში. ამ მარხვას თავიანთ ეპისტოლეებში იხსენიებენ პატრიარქი ნიკიფორე და თეოდორე ბალსამონიც.

პეტრეპავლობის მარხვა დიდმარხვასა და ვნების შვიდეულთან შედარებით მსუბუქი მარხვაა.

ქრისტეს მოწაფეთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს ორ მათგანს, წმინდა პეტრესა და პავლეს მიაგებს, სწორედ ამიტომ მათ „მოციქულთა თავნი“ ანუ მეთაურები ეწოდებათ.
ისინი ერთდრულად აღესრულნენ იმპერატორ ნერონის დროს, 67 წელს, როდესაც პეტრე თავდაყირა გააკრეს ჯვარზე, ხოლო პავლეს თავი მოჰკვეთეს.
პეტრე პირველი დღიდან ქრისტეს ერთგული მოწაფე იყო, პავლე კი ქრისტეს მტერი. მას არ სჯეროდა ქრისტესი.
წმინდა პეტრე მოციქული, ანდრია პირველწოდებულის ძმა, გამორჩეულია მოწაფეთა შორის. სანამ ქრისტეს შეუდგებოდა მას სიმონი ერქვა, ხოლო პეტრე მას თვით უფალმა დაარქვა მისი მტკიცე რწმენისა და საღმრთო გულმოდგინებისათვის.
იგი იყო იონას ძე, სიმონის ტომიდან. გალილეის პატარა და ნაკლებად ცნობილ ქალაქ ბეთსაიდაში დაიბადა. ცოლად ჰყავდა წმინდა მოციქულ ბარნაბას ძმის – არისტობულეს ასული, რომლისაგანაც ქალ-ვაჟი ჰყავდა. მათთან ერთად კაპერნაუმში სახლობდა. ოჯახს მებადურობით არჩენდა, რომელსაც თავის ძმასთან ერთად იქვე გალილეის ზღვაში მისდევდა.
პეტრე მოციქულმა პირველმა იქადაგა წარმართებში, მანამდე სახარებას მხოლოდ იუდეველებს უქადაგებდნენ.
პეტრე უბრალო მეთევზე იყო, მაგრამ მან პირველმა აღიარა ქრისტე ღვთის ძედ. როდესაც რომის იმპერატორის ბრძანებით მისი ჯვარზე გაკვრა მოინდომეს, პეტრე მოციქულმა სიმდაბლით ითხოვა ჯვარზე თავდაღმა დაეკიდებინათ, რადგან თავი უფლის მსგავსად წამების ღირსად არ მიიჩნია.
“საქმე მოციქულთას” მიხედვით, პავლე დაიბადა ქ. ტარსუსში (კილიკია), წარჩინებული ებრაელის ოჯახში. ახ. წ. I საუკუნეში. საღვთისმეტყველო განათლება მიიღო იერუსალიმში ფარისეველ გამალიელის სკოლაში. სავლე, თავდაპირველად აქტიურად მონაწილეობდა ქრისტიანთა დევნაში.
პავლე მოციქული თავიდან ქრისტიანთა მოძულე იყო. ერთხელ, გზაზე ზეციდან გარდამომავლი ნათელი იხილა და მიწაზე დაცემულს ხმა ჩაესმა: “პავლე, პავლე, რატომ მდევნი მე? “ვინ ხან შენ, უფალი?” – ჰკითხა შეძრწუნებულმა პავლემ. “მე ვარ იესო, რომელსაც შენ დევნი”. – პავლე დაბრმავდა და მხოლოდ მაშინ აეხილა თვალი, როცა მოინათლა. ის შემდეგ ის ქრისტიანობის ძალზედ აქტიური მქადაგებელი გახდა.
ქრისტიანული რწმენის გასავრცელებლად სამჯერ იმოგზაურა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს ქვეყნებში – არაბეთიდან ესპანეთამდე. არაბეთიდან წმიდა პავლე იერუსალიმში ჩავიდა წმინდა პეტრე, იაკობ და იოანე მოციქულებთან, იქიდან კი – ქალაქ ტარსუში, სადაც ბარნაბა მოციქულთან ერთად მთელი წელიწადი გაატარა საეკლესიო საქმეების მოწყობაში.
კომენტარები