პეტრე ცაავას ძველი წერილი პატრიარქს: “ერისათვის არა მარტო დიდი მამა, არამედ, დედაც ბრძანდებით…”

 – თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, გვაკურთხეთ!
თქვენო უწმინდესობავ,
თქვენ ხშირად იხსენებთ სიტყვებს ფსალმუნიდან “აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა”.

ჭეშმარიტად თავისი რჩეული ერისა და ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი მიწისაგან უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ აღგამაღლათ თქვენ საქართველოსა და მთელი მსოფლიოსათვის ყველაზე მძიმე გლობალიზაციისა და აპოკალიფსის პერიოდში: ჩვენი ერის ნუგეშად და იმედად; მართლმადიდებლობის სვეტად და მასწავლებლად; გადარჩენის გზის მაჩვენებლად და მაკურთხეველად; ჩვენი ერის არ გადაშენებისა და არ წახდენის გარანტად: წმინდა სამებისა და სიყვარულის სიტყვით და საქმით ქადაგად; დიდება და მადლობა უფალს.

მახსენდება, ერთხელ როგორ გვიყვებოდით რომ ერთმა მღვდელმთავარმა მონასტრის წინამძღვრად გამორჩეულ ბერს ურჩია, რომ ის საძმოსათვის არა მარტო მამა, არამედ დედაც უნდა ყოფილიყო. ვინაიდან მამა გამოირჩევა სიმკაცრით ხოლო დედა საკუთარ შვილებს ადვილად პატიობს ყველაფერს ამ მაგალითით მივხვდით რომ თქვენი უწმინდესობა ჩვენთვის და მთელი ერისათვის არა მარტო დიდი მამა, არამედ დედაც ბრძანდებით.
გვწამს, რომ თქვენი უწმინდესობას ლოცვით და ღვაწლით, თქვენი პატრიარქობის მოწამეობრივი ათწლეულებისა და უფლის წყალობით, საქართველო მალე გამთლიანდება და ჩვენ მთელი ერი ვიქნებით როგორც ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი თქვენი უწმინდესობა და უნეტარესობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. ამინ!
თქვენი მადლით აღვსილი და თქვენი ლოცვებისადმი მსასოებელი. +პეტრე მთავარეპისკოპოსი ჭყონდიდელი
11 დეკემბერი 2009

წყარო:

საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება

https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=3084820028407489&id=1785420318347473

კომენტარები