პეტრო პოროშენკოს თავს დაესხნენ

უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს თავს დაესხნენ. როდესაც ის უკრაინის საგამოძიებო ბიუროს ტოვებდა, უცნობი კაცი მანქანას წინ გადაეღობა. ამის შესახებ სააგენტო Reuters- წერს.
პოროშენკოს დაცვამ მას წინააღმდეგობა გაუწია. თავდამსხმელმა დაცვის წევრებს ცრემლმდენი გაზი შეასხა და ადგილიდან მიიმალა.
პოროშენკო გემთმშენებელი კომპანიის გასხვისების საქმეზე დაკითხეს.

კომენტარები