პეტრო პოროშენკოს პრეს-მდივანი სვიატოსლავ ცეგოლკო დაკითხვაზე დაიბარეს

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს, პრეს-მდივანი სვიატოსლავ ცეგოლკო დაკითხვაზე დაიბარეს.

მიზეზი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტარციიდან კომპიუტერების, მაგიდების და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტების გაქრობაა.

სახელმწიფო საგამოძიებო ბიურომ გამოძიება უკვე დაიწყო.

შეგახსენებთ რომ, უკრაინაში პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ნივთებთან ერთად,  მნიშვნელოვანი საიდუმლო დოკუმენტები, ვლადიმერ ზელენკის ინაუგურაციამდე ცოტა ხნით ადრე დაიკარგა.

კომენტარები