პეტრო პოროშენკო: უკრაინელების გულები საქართველოსთვის ძგერს (ვიდეო)
უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდა, რათა რუსეთის მცდელობას-დაასუსტოს საქართველოს ეკონომიკა- წინ აღუდგნენ.
ვიდეო მიმართვაში პოროშენკომ განაცხადა, რომ რუსეთის ქმედებები კრემლის“ მეთოდების“ ნაწილია და მისი მიზანი საქართველოს ტურისტული ინდუსტრიის დასუსტებაა. „უკრაინელების გული საქართველოსთვის ძგერს“, – ამ წარწერით განათავსა უკრაინის ექს-პრეზიდენტმა საკუთარი ვიდეო სოციალურ ქსელ „ტვიტერზე’.
„ჩვენ, უკრაინელებმა ქართველები გასაჭირში არ უნდა დავტოვოთ“, – განაცხადა პოროშენკომ. „წადით შესანიშნავ, საქართველოს მზიან კურორტებზე, სადაც ქართველები, საკუთარ სტუმართმოყვარეობას გაჩვენებენ“, – თქვა მან. (
პოროშენკო, თბილისში გამართული საპროტესტო აქციების ფონზე, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გადაწვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც კრემლმა 8 ივლისიდან საკუთარ მოქალაქეებს და ავიახაზებს საქართველოში ფრენა აუკრძალა.
რუსეთის პრეზიდენტის გადაწვეტილებას სოციალურ მედიაში კამპანია „მეგობრებს მსოფლიოს გარშემო“ მოჰყვა, რომელიც უცხოელებს, მოსკოვის გადაწვეტილების ფონზე, საქართველოში სტუმრობისკენ მოუწოდებს.
კამპანიას შეუერთდა ავტორი და ჟურნალისტი ედვარდ ლუკასიც, რომელმაც საკუთარ სტატიაში, მკითხველს მოუწოდა #იყიდონქართული. მისი თქმით ეს „უცხოელებისთვის საუკეთესო გზაა საქართველოს მამაც ხალხს სოლიდარობა აჩვენონ“.
Порошенко закликав українців підтримати Грузію
უკრაინელების გულები საქართველოსთვის ძგერსНаша політична сила повністю солідарна з народом Грузії, який чинить спротив російському імперіалізму і бореться з окупацією. Зараз Москва хоче знову економічно послабити Грузію, блокуючи повітряне сполучення і завдає удару по туристичній Грузії.Ми, українці, не повинні залишити у біді своїх грузинських братів. Звичайно я закликаю українців відпочивати в Україні, але тим, хто планує відпочивати за кордоном або в окупованому Криму, рекомендую переорієнтуватися на Грузію. Звертаюся до Уряду України та Міністерства інфраструктури з пропозицією надати у цей період знижку на аеронавігаційні та аеропортові збори для рейсів сполученням Україна-Грузія-Україна. Авіакомпанії могли б знизити ціни на квитки. Грузія пішла на те, щоб змінити одну ключову літеру у назві Києва – бо ми Київ, а не Кієв. На мою думку, МЗС України має розпочати переговори про зміну офіційної назви Грузії на Сакартвело. Дуже важливо допомогти тим, хто так само, як і ми, багато років бореться з російською агресією. Підтримати Сакартвело – означає підтримати Україну!
Posted by Петро Порошенко on Monday, June 24, 2019