„პირადად ვიცნობ არსენ ტოროსიანს. ცოტა მიკვირს მისგან,  თუ ეს განცხადება ამ რაკუსით გაკეთდა. მეუცხოვა მისგან „არადიპლომატიური“ განცხადება“ – ამირან გამყრელიძე არსენ ტოროსიანს

-„პირადად ვიცნობ არსენ ტოროსიანს. ცოტა მიკვირს მისგან,  თუ ეს განცხადება ამ რაკუსით გაკეთდა. ჯერ დასადასტურებელია, ნამდვილად იყო თუ არა ასეთი განცხადება

მოგეხსნებათ, ჩვენ ძალიან ახლო ერები ვართ, მეზობლები, დიდი ხნის ისტორია გვაქვს. ცოტა მეუცხოვა მისგან ამ ტიპის „არადიპლომატიური“ განცხადება. თუ ასეთი შემთხვევები იყო, აქედან ჩასულ მძღოლს თუ კიდევ სხვას დაუდასტურდა ინფექცია, ანუ საქართველოს მოქალაქეებს, მაშინ, ჩვენც და სომხეთიც ვართ ხელმომწერი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების კონვენციისა. მაშინ, ჩვენ გვქონდა შემთხვევა სომხეთიდან შემოსული სომხეთის მოქალაქის ან კიდევ სხვა ქვეყნის მოქალაქის, როცა ეს უნდა აცნობო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას და იმ ქვეყანას, ჩვენ ეს გავაკეთეთ შესაბამისი მეზობელი ქვეყნის მიმართ, რომ მან შესაბამისი ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები გაატაროს, როდესაც მის მოქალაქეს უდგენ შენს ქვეყანაში ინფიცირებას. აქედან გამომდინარე, თუ გვქონდა ეს შემთხვევები, ბატონ არსენს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისთვის უნდა ეცნობებინა, ასევე ჩვენთვისაც.

ტოროსიანის მოსაზრება, თითქოს, საქართველოში ჩატარებული 40 ათასი ტესტიდან შესაძლოა, ყველა ტესტი „პისიარ“ არ იყო.

-არა, ბატონო არსენ, 48 290 ტესტირება, რაც ჩატარებულია ქვეყანაში, ყველა არის „პისიარ“ ტესტირება. ჩვენ ამაში არ შეგვაქვს რამდენიმე ათასი სწრაფი ტესტი, რომელსაც სამედიცინო დაწესებულებები იყენებენ. ასე რომ, გამიკვირდა ეს. მასაც პატივს ვცემ და სომხეთის ძალიან ბევრ მინისტრს ვიცნობდი, ვიცნობ და ვმეგობრობდი მათთან. მიკვირს ცოტა, არ ვარ დარწმუნებული, მან მართლა გააკეთა თუ არა ეს განცხადება“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის, არსენ ტოროსიანის განცხადებასთან დაკავშირებით.

საზოგადოებრივი საბჭოს ონლაინ სხდომის დროს, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა სომხეთსა და საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობის სხვაობაზე ისაუბრა.

არსენ ტოროსიანმა კორონავირუსზე საქართველოს სტატისტიკაში ეჭვი შეიტანა. ტოროსიანმა განაცხადა, რომ სომხეთის ეპიდსაწინააღმდეგო სისტემა უფრო ძლიერია, ვიდრე საქართველოსი.

კომენტარები