„პირადად მე ძალიან დამღალა იაფფასიანმა პოლიტიკურმა წარმოდგენებმა. თან, ეს ყველაფერი“-გოგა ჩანადირი

-„პირადად მე ძალიან დამღალა იაფფასიანმა პოლიტიკურმა წარმოდგენებმა. თან, ეს ყველაფერი უგემოვნო და რაც მთავარია, უსარგებლოა. ძალიან დამღალა ერთი და იგივე ადგილის ტკეპნამ და ჩაკეტილ წრეზე სიარულმა.ძალიან დამღალა გაუთავებელმა ძიძგილაობამ, დაძაბულობამ და ვითარების განგებ დრამატიზებამ. არ გინდათ სიმშვიდე? არ გინდათ სამართლიანობა? არ გინდათ ქვეყნის განვითარება? არ გინდათ უკეთესი ცხოვრება?”- წერს  ფოტოგრაფი, გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია დღეს დააკავეს. 

ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.

 ოპოზიციის მორიგი საპროტესტო აქცია-მსვლელობა 26 თებერვალს გაიმართება. 

რუსთაველის გამზირზე, აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს და კარვები გაშალეს

კომენტარები