პირბადე – სენის პრევენცია თუ საზოგადოების დამონების მექანიზმი?

რატომ გვაიძულებენ, რომ პირბადით ვიაროთ? რატომ არ გვიშვებენ საჯარო სივრცეში პირბადის გარეშე და რამდენად გვიცავს პირბადე COVID-19-ისგან?

გვესაუბრება ინტეგრალური მედიცინის სპეციალისტი, პროფესორი ზურაბ ქუმსიაშვილი:

როგორც ცნობილია, COVID-19 ჰაერ-წვეთოვანი გზით ვრცელდება. პირბადეების უმეტესობა, რომლებიც საქართველოში იყიდება, COVID-19-ს თავისუფლად ატარებს, მაგრამ, ამ შემთხვევაშიც, ნაწილობრივ ასრულებს თავის ფუნქციას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის უკეთია დაავადებულ ადამიანს, რადგან ვირუსი პაციენტის ცხვირიდან და პირიდან გამოიტყორცნება სითხის მცირე ნაწილაკებში შეწონილ მდგომარეობაში, რომლებსაც პირბადე ადვილად აკავებს, თუმცა ეს მაინც არ არის 100%-იანი დაცვა.

 – რამდენად გამართლებულია პირბადის ტარება ღია სივრცეში და რამდენად მავნებელია ის ადამიანის ჯანმრთელობისთვის?

– ღია სივრცეში, იქ სადაც ადამიანებს შორის მანძილი 2 მეტრზე მეტია, უსიმპტომო პირებისთვის პირბადე არ არის საჭირო. მხოლოდ დაავადებულმა უნდა ატაროს. რაც შეეხება პირბადის მავნებლობას, აქ რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი. ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ერთჯერადი პირბადის მრავალჯერ გამოყენება და ფსიქოლოგიური ფაქტორი, რომელიც ყველაზე მეტად აზიანებს ასზოგადოებას. თუ ადამიანს სასუნთქი სისტემის დაავადებები აქვს, მაშინ პირბადე გაუმწვავებს მდგომარეობას. მაგალითად ჰაერის უკმარისობა, ასთმა და სხვა. არასასურველია პირბადის მრავალჯერადად გამოყენება, რადგან იგი იბიდნება უამრავი ბაქტერიით და წარმოადგენს ე.წ. „მიკრობიოლოგიურ ზოოპარკს“. ყველაზე მეტად გასათვალისწინებელია ფსიქოლოგიური ფაქტორი. როგორც ცნობილია, პირველად პირბადეები შექმნეს არაბებმა 2300 წლის წინ, ისლამამდე ბევრად ადრე. მათ აღმოაჩინეს, რომ ადამიანების ცხვირის და პირის დაფარვით ნადგურდებოდა მათი ნებელობა – ადამიანის მიერ საკუთარი ფსიქიკისა და საქციელის ცნობიერი მართვა. ასევე უნადგურდებოდათ ინდივიდუალურობა. ისინი ხდებოდნენ უფრო მორჩილნი. ამიტომ აიძულებდნენ ქალებს, რომ სახეზე ეტარებინათ პირბადის მსგავსი ნაჭრი. შემდგომ ისლამმა ეს გადააქცია ქალის სიმბოლოდ, რომელიც ემორჩილება ალაჰს, ჰარემის მეპატრონე კაცს, მეფეს.

თანამედროვე ფსიქოლოგიაში, სახის გარეშე არ ვარსებობთ, როგორც დამოუკიდებელი ინდივიდები. პირბადე არის ინდივიდუალურობიდან დაშორების საშუალება. პირბადეს მივყავართ „კოლექტიური პასუხისმგებლობის“ კლასიკურ პრინციპთან, სადაც არ არსებობს ინდივიდი. ასეთი საზოგადოების მართვა ბევრად იოლია და ადვილად მოახვევ უამრავ აბსურდს თავზე. ასეთებს ადვილად დააჯერებ, რომ მათზე არაფერია დამოკიდებული, ადვილად შეასრულებინებ უაზრო სამუშაოს და ა.შ. COVID-19 არც ისე საშიშია, როგორც ამას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აპიარებს. საზოგადოებაში არსებულ პანიკურ ფონს თან ერთვის უამრავი უაზრო შეზღუდვები და ხშირ შემთხვევაში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები. არაერთი უაზრო შეზღუდვა განხორციელდა ჩვენს ქვეყანაშიც, რომელთა დარღვევისთვის ადამიანები სოლიდური თანხებით დააჯარიმეს. მხოლოდ ადამიანებს ძალუძთ შექმნან ასეთი აბსურდული მდგომარეობები, ადამიანებს, რომლებმაც საკუთარ თავს გონიერი არსებები დაარქვეს.

ჯერ კიდევ, ზიგმუნდ ფროიდის მოსწავლე კარლ გუსტავ იუნგი ამბობდა, როდესაც ადარებდა მწერების და ცხოველების ქცევას, ადამიანების ქცევას – „იკრიბება ინსტინქტით შებყრობილი უგონო არსებები და იბადება კოლექტიური გონი“ (ჭიანჭველების ბუდე, მგლების ხროვა და სხვა).

ვიკრიბებით გონიერი ადამიანები და იბადება კოლექტიური უგუნურება. სამწუხაროდ, ეს საშიში რეალობაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს უგუნურება რაღაც მიზანს ემსახურება.

 

კომენტარები