„პირბადის ტარების მაჩვენებელი საგანგაშოდ დაეცა, ეს კატეგორიულად დაუშვებელია. მინდა მოსახლეობას ვთხოვო“-ირაკლი ღარიბაშვილი

-„მოგეხსენებათ,  მთელი რიგი შეზღუდვები მოვხსენით. ბოლო დღეებში ვაკვირდებით დინამიკას, შემთხვევების გარკვეული მატება შეინიშნება. ასევე შეინიშნება საზოგადოების მხრიდან ყურადღების მოდუნება, რეკომენდაციების უგულვებელყოფა. ბოლო დღეებში ცნობილი გახდა, – პირბადის ტარების მაჩვენებელი საგანგაშოდ დაეცა, ეს კატეგორიულად დაუშვებელია. მინდა მოსახლეობას ვთხოვო,  ეს ელემენტარული, მარტივი წესი დავიცვათ ყველამ, იმისთვის, რომ არ დავუშვათ მესამე ტალღის განვითარება საქართველოში.

პირადად ვარ ჩართული ვაქცინის შემოტანის შესახებ მოლაპარაკებებში -საზოგადოება ფრთხილად უნდა იყოს, რათა ვაქცინაციის პროცესის დაწყებამდე ვირუსის გავრცელებას ხელი არ შეუწყოს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები