„პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა ქვეყანაში“

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე:

„პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა ქვეყანაში, წარმატებით დასრულდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის მიმოხილვა. ამ ფაქტორების ერთობლიობა, და არა რომელიმე ფაქტორი, ქმნის დადებით მოლოდინებს.

ძალიან მნიშვნელოვანია რეზერვების ადეკვატური დონის შენარჩუნება. მეც არაერთხელ მითქვამს ამასთან დაკავშირებით. ბერკეტებიდან, რაც გვაქვს, ერთ-ერთია ინტერვენცია. ინტერვენცია მუშაობს გარკვეულ შემთხვევებში, გარკვეულ დროს. ჩვენ ზუსტად ასე გამოვიყენეთ. , დადებითად არის შეფასებული ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებასთან დაკავშირებით. ნათქვამია, რომ ეს იყო დროული გადაწყვეტილება. ზოგადად ვფიქრობთ, მიმოხილვის დასრულება კარგი გზავნილია საერთაშორისო საზოგადოებისთვის, უცხოელი ინვესტორებისთვის, შიდა ინვესტორებისთვის. ის მაკროეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ხორციელდება, არის ჯანსაღი და ქვეყნის ხელისუფლება ინარჩუნებს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას ქვეყანაში“.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეროვნულ ბანკს სავალუტო ინტერვენციების შეზღუდვისკენ მოუწოდებს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ საქართველოს პროგრამის მეხუთე მიმოხილვის დასრულებას და ქვეყნისთვის 41.4 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას დაუჭირს მხარი.

 

წყარო: 1tv

კომენტარები