პირველად შეძლეს კორონავირუსით ხელახლა ინფიცირების შემთხვევის გამოვლენა
ჰონგ კონგელმა მეცნიერებმა პირველად შეძლეს „კოვიდ-19“-ით ხელახლა ინფიცირების შემთხვევის გამოვლენა
მათი ინფორმაციით, 33 წლის მამაკაცი კორონავირუსით პირველად 4,5 თვის წინ დაინფიცირდა, ახლა ვირუსი მეორედ დაუდასტურდა.
ამ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ეს არის პირველი შემთხვევა, როცა „კოვიდ-19“-ით ადამიანი მეორედ დაავადდა. კორონავირსის ინფექცია მამაკაცს ხელმეორედ მას შემდეგ დაუდასტურდა, როცა ესპანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა.
ჰონგ კონგელი მეცნიერები აცხადებენ, რომ კორონავირუსის გენომს ორი განსხვავებული შტამი აქვს. მეორე შტამი მარტი-ივლისის პერიოდში ევროპაში გავრცელებულის მსგავსია.
როცა მამაკაცი პირველად დაინფიცირდა, მსუბუქი სიმპტომები ჰქონდა, მეორედ – არაფერი აწუხებდა.
ჰონგ კონგელი მეცნიერების კვლევის შედეგებით აღმოჩნდა, რომ, შესაძლოა, კორონავირუსის იმუნიტეტი სულ რამდენიმე თვე შენარჩუნდეს.