პირველი თებერვლიდან სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები გაიხსნება

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგი გაიმართა.

პირველი თებერვლიდან სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები გაიხსნება

-„ტრანსპორტის მოძრაობის ან სხვა სფეროების გახსნის შესახებ საბჭო იანვრის ბოლოს იმსჯელებს.

ვგეგმავთ, პირველი თებერვლისთვის გაიხსნას სავაჭრო ცენტრები და მოლები. შემდეგ უკვე გვექნება საუბრები ბიზნესის დანარჩენ წარმომადგენლებთან, სადაც გადავიტანთ იგივე ფორმატს, რომელიც იქნება წარმატებული სავაჭრო ქსელებში. გაიხსნება თუ არა ტრანსპორტი და რომელი შემდგომი სფერო გაიხსნება, იანვრის ბოლოს ვიმსჯელებთ, როდესაც გვექნება მეტი სიცხადე,  რა რეგულაციებს დავაწესებთ კონკრეტულ ბიზნესში, რომელი რეგულაცია იქნება უფრო ეფექტიანი“, –  განაცხდა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.

კომენტარები