პირველი თებერვლიდან 3 აპრილამდე გარდაიცვალნენ თემურ წიკლაური, ზურა დოიჯაშვილი, ანზორ ერქომაიშვილი, გურამ დოჩანაშვილი – უფალმა დაუმკვიდროთ ცათა სასუფეველი

პირველი თებერვლიდან 3 აპრილამდე გარდაიცვალნენ თემურ წიკლაური, ზურა დოიჯაშვილი,
ანზორ ერქომაიშვილი, გურამ დოჩანაშვილი.

1 თებერვალს, 75 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა, ყველასთვის საყვარელი, ქართველი საესტრადო მომღერალი და მსახიობი, ანსამბლ „ივერიას“ წევრი თემურ წიკლაური.

14 თებერვალს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, მომღერალი ზურაბ დოიჯაშვილი ისრაელის საავადმყოფოში გარდაიცვალა,  ზურა დოიჯაშვილი მძიმე დაავადებას ებრძოდა. მომღერალს ისრაელში მკურნალობდნენ.

31 მარტს 80 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა — ქართველი მუსიკოსი, პოლიტიკოსი, ფოლკლორისტი, ხელოვნების მუშაკი, საგუნდო დირიჟორი, ხალხური სიმღერების შემკრები, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1969), თბილისის საპატიო მოქალაქე  (2014)  ანზორ ერქომაიშვილი.

3 აპრილს მწერალი გურამ დოჩანაშვილი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

უფალმა დაუმკვიდროთ ცათა სასუფეველი

კომენტარები