„პირველი ივნისიდან დავასრულებთ კოვიდთან ბრძოლას, მოვემსახუროთ ჩვეულებრივ პაციენტებს, , გადავალთ ჩვეულებრივ“

-„საუნივერსიტეტო კლინიკაში დაახლოებით შვიდი დღეა, კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი არ მიუღია. ამ დროისთვის კლინიკაში 38 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 47 პაციენტი. აქედან კოვიდინფიცირებული 38 შემთხვევაა. დღეს კლინიკიდან გამოჯანმრთელებულ მდგომარეობაში ეწერება ერთი პაციენტი. ველოდებით რამდენიმე პასუხს. ალბათ, დღის მეორე ნახევარში დაემატება ოთხი გამოჯანმრთელებული.

დაახლოებით ექვსი შვიდი დღეა, ახალი შემთხვევა ჩვენს კლინიკას არ მიუღია. რეანიმაციაში ორი პაციენტი რჩება, ერთის მდგომარეობა სტაბილურია. შეფასდება მისი სომატური მდგომარეობა. სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში გაეწერება. ერთი პაციენტი  რეანიმაციაშია. მისი მდგომარეობა რჩება მძიმე. ამ ეტაპზე მართვადია. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. აქედან ორი ქალბატონი არის ორსული. როგორც ნაყოფის ასევე ქალბატონების მდგომარეობა სტაბილურია. ველოდებით გამოჯანმრთელებაზე პირველად პასუხებს. კლინიკამ 10 მარტიდან დღემდე 1500-მდე საეჭვო შემთხვევა მიიღო, საიდანაც 163 იყო კოვიდინფიცირებული.

კლინიკამ ათი მარტიდან დღემდე გაატარა დაახლოებით 1500 მდე საეჭვო შემტხვევა, აქედან 163 იყო კოვიდდადასტურებული, საიდანაც 125-მა დატოვა კლინიკა. იმედია, ასე გაგრძელდება. კლინიკაში პაციენტები გადანაწილებულია ორ სართულზე შემჭიდროვებულად. დღეს მთავრდება 15 დღე მედპერსონალის, რომელთაც მკაცრი კარანტინში იყვნენ.  არც ერთს არ დაუდასტურდა კორონავირუსი. ეს პირები დატოვებენ კლინიკას 14 დღით. ახლა შემოსულია ახალი ბრიგადა. იმედია, ეს ამ ეტაპისთვის ბოლო იქნება. ვიმედოვნებთ, რომ პირველი ივნისიდან, კოვიდთან ბრძოლა შეწყვეტთ და მოვემსახუროთ ჩვეულებრივ პაციენტებს, გადავალთ ჩვეულებრივ რეჟიმში. როგორც მე, ასევე მთელ საქართველოს ეს ძალიან გვინდა“, – განაცხადა კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა.

ქვეყანაში კორონავირუსი 667 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 383 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი  გარდაიცვალა.

კომენტარები