„პირველი ნაბიჯები დეესკალაციისთვის გადაიდგა, ჩვენც შევამცირეთ პოლიციის კონტინგენტი და რკინის ჯებირები ხეობაში. შემდეგი ნაბიჯი, რაც შეთანხმებულია საერთაშორისო მედიატორთან“-ნათია თურნავა „ნამახვანჰესთან” დაკავშირებით

ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრის ჩართულობით, „ნამახვანჰესთან” დაკავშირებით მიმდინარე მედიაციის პროცესი ცივილიზებულად მიდის.

ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

-„მედიაციის პროცესით დადასტურდა, – პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ევროპული ენერგეტიკული ქარტიის მედიატორის მოწვევის თაობაზე მართლაც სწორი გადაწყვეტილება იყო. პირველი ნაბიჯები დეესკალაციისთვის გადაიდგა, ჩვენც შევამცირეთ პოლიციის კონტინგენტი და რკინის ჯებირები ხეობაში. შემდეგი ნაბიჯი, რაც შეთანხმებულია საერთაშორისო მედიატორთან, არის, რომ ორივე მხარემ, მათ შორის საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, ლიდერებმა აიღონ გარკვეული პასუხისმგებლობა, რომ არ შეუშლიან ხელს ინვესტორს და კომპანიას, რათა მან მშვიდობიანად განახორციელოს სამუშაოები საწყისი ნებართვის ფარგლებში.

მთავარი მიმართულება მედიაციის პროცესში არის გარემოსდაცვითი სტანდარტების და გარემოსდაცვითი პროცედურების კვლევების გადამოწმება, რათა საბოლოო ჯამში ეს პროექტი განხორციელდეს მხოლოდ უმაღლესი გარემოსდაცვითი უსაფრთხოების სტანდარტების შესატყვისად, რაც იქნება საქართველოს ინტერესებში.

კომენტარები