პირველი ნოემბრიდან ოთხი თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადები ანაზღაურდება,

მთავრობის სხდომა გაიმართა.

-„პირველი ნოემბრიდან ოთხი თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადები ანაზღაურდება, რომელიც მოიცავს ზამთრის პერიოდს.  ეს იქნება ნოემბრიდან ოთხი თვე.

მხარდაჭერა შეეხება თითოეულ ოჯახს, რომელსაც ექნება 200 კვტ-მდე მოხმარებული ელექტროენერგია, ასევე 200 კუბურ მეტრამდე გაზის მოხმარება, ამასთან, წყლისა და დასუფთავების ანაზღაურება. ეს არის მინიმუმი, რითაც დღეს მთავრობას შეუძლია, მოქალაქეებს მხარში დაუდგეს. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი, გვესმის, რომ შეიძლება, ბევრ ჩვენს მოქალაქეს მსგავსი დახმარება არ სჭირდება. დღეიდან მათ შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი განაცხადის საფუძველზე უარი თქვან მთავრობის ამ მხარდაჭერაზე.

მოქალაქეებს, ვისაც აღნიშნული დახმარება არ სჭირდებათ, შეუძლიათ, განცხადების საფუძველზე უარი თქვან“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

კომენტარები