პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა რამდენიმე პაციენტმა დატოვა, მათ შორის ერთი 82 წლის ქალია

„პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისთვის 91 პაციენტი იმყოფება, მათ შორის 82 „კოვიდ19“-ით არის ინფიცირებული.

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა რამდენიმე პაციენტმა დატოვა, მათ შორის ერთი 82 წლის ქალია.

ის მკურნალობდა რეანიმაციულ განყოფილებაში მწვავე რესპირატორული დისტრესით და გულის უკმარისობით გამოწვეული სხვადასხვა გართულებით. ქალბატონი დღეს გაეწერა სახლში გამოჯანმრთელებული. გაეწერა ორსული ქლაბატონიც. სულ კლინიკაში გვყავდა ორი ორსული, ერთი წავიდა გუშინ, ერთი – დღეს“ , – განაცხადა კლინიკის ექიმმა ლევან რატიანმა.

 

კომენტარები