პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა კვლავ ერთვება კოვიდთან ბრძოლაში – მინისტრის ბრძანება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს შეხვდა.

-„თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს ისევ მიიღებს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ყველა ის პაციენტი, რომელსაც სჭირდება კრიტიკულ მედიცინაში მკურნალობა, იმკურნალებს.

ჩვენი კლინიკა თავიდანვე იყო ჩართული კოვიდკლინიკისცენტრად, შემდეგ გადავკეთდით.

დღეის მონაცემებით, მინისტრის ბრძანებით, კვლავ შეიცვალა ჩვენი კლინიკის სტატუსი, კვლავ გავხდებით კოვიდთან ბრძოლის ერთ-ერთი კლინიკა. გვაქვს 40-საწოლიანი რეანიმაცია.

ახალშობილთა 18-საწოლიანი რეანიმაცია. სრული მატერიალური ტექნიკური ბაზით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა ერთვება კივიდთან ბრძოლაში”,-განაცხადა ლევან რატიანმა.

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 569 ადამიანს დაუდასტურდა, 271 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

აჭარაში – 207 ახალი შემთხვევა, თბილისში – 168 , იმერეთში – 117, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 24 , ქვემო ქართლში – 7, შიდა ქართლში – 25, გურიაში – 8, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში – 5-5, სამცხე-ჯავახეთში – 3 ახალი შემთხვევა.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 9 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ ვებგვერდ StopCov-ზე განახლდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 102-ს შეადგენს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 12272 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 6538 ადამიანი, გარდაიცვალა 102 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 5590 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კომენტარები