პირველი საშუალოძრავიანი Chevrolet Corvette სამ მილიონ დოლარად გაიყიდა

ახალი თაობის სპორტული მანქანის Chevrolet Corvette Stingray პირველი ეგზემპლარი Barrett-Jackson აუქციონზე სარეკორდო ფასად – 3 მილიონ დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ იუწყება ამერიკული მარკის ოფიციალური გვერდი ტვიტერში.

ავტომობილის მფლობელი გახდა ყოფილი ავტომრბოლელი და NASCAR-ის გუნდის ამჟამინდელი მფლობელი რიკ ჰენდრიკი. ვაჭრობა 200 ათასი დოლარის ნიშნულიდან დაიწყო და სწრაფად გადალახა 1 მილიონიანი ზღვარი, 3 მილიონი დოლარი კი ვერავინ დაძლია ჰენდრიკის გარდა, წერს   autonews.ru

 

ჰენდრიკი ცნობილია სპორტული მანქანების კოლექციონერობით, განსაკუთრებით პირველი ეგზემპლარებით. მაგალითად, ლის კოლექციაშია Ford GT Heritage Edition-ის პირველი ეგზემპლარი, რომელშიც 2,5 მილიონი გადაიხადა, აგრეთვე მეორე თაობის  Chevrolet Camaro ZL1 1LE-სა  და Acura NSX-ის პირველი ეგზემპლარები.

რაც შეეხება ახალ Chevrolet Corvette Stingray-ს, ის დაკომპლექტებულია 6,2 ლიტრიანი ატმოსფერული ძრავით V8, რომელიც ავითარებს 502 ცხენის ძალას.  სუპერქარს შეუძლია ადგილიდან საათში 60 მილი (90 კმ/სთ) სიჩქარე განავითაროს 3 წამზე ნაკლებ დროში, მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 312 კილომეტრია.

 წყარო: autonews.ru

 

 

 

 

კომენტარები