“პირველი ტურის შედეგებით პროპორციულ ნაწილში ოპოზიციის და ხელისუფლების შედეგები იქნება ერთმანეთთან ახლოს და სწორედ მეორე ტურში გადაწყდება ხელისუფლების საკითხი”-დავით ბერძენიშვილი

 

 

დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში წერს –

 

სხვების არჩევანია, რომ მაჟორიტარებში შეთანხმება არ იყოს თავიდანვე. მოტივებიც სრულიად გასაგებია და არც არავის ვაკრიტიკებ ამის გამო – პირობა არ დაურღვევია “ლელოს”..არ მოუცია ასეთი პირობა.

სხვებმაც თქვეს, რომ კანდიდატებს დააყენებენ ბევრგან. ზოგს შეთანხმება წინასწარ სწორად არ მიაჩნია, ზოგსაც კი შესაძლებლად.

ასეთ ვითარებაში ნამდვილად უალტერნატივო ” პლან ბ” არის მეორე ტურებში გასული ოპოზიციონერის მხარდაჭერა სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან, ამის წინასწარ განცხადებაც.

ყველას საკუთარი ტაქტიკა აქვს. ამასთანავე, პირველი ტურის შედეგებით პროპორციულ ნაწილში ოპოზიციის და ხელისუფლების შედეგები იქნება ერთმანეთთან ახლოს და სწორედ მეორე ტურში გადაწყდება ხელისუფლების საკითხი – იცვლება თუ ვერა.”-წერს ბერძენიშვილი

 

მოამზადა ნათია ბერიძემ

კომენტარები