პირველკლასელებისთვის განკუთვნილი ბუკები უკვე შეძენილია

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, 2020-2021 სასწავლო წლისთვის პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“-ს ფარგლებში პირველკლასელი მოსწავლეებისთვის და მათი დამრიგებლებისთვის 55 000 ცალი პორტაბელური კომპიუტერი უკვე შესყიდულია.

გამარჯვებული კომპანია „იუ-ჯი-თი“ acer -ის ფირმის ტექნიკის მიწოდებას რესურსცენტრებში 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებამდე განახორციელებს. პირველ ეტაპზე 12 000 ცალზე მეტი პორტაბელური კომპიუტერი „შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს“ 2020 წლის 25 მაისამდე უნდა გადაეცეს, რადგან “ნაეკი” ამ ტექნიკას ეროვნულ გამოცდებზე იყენებს. მეორე ეტაპზე კი  კომპიუტერები, 2020 წლის სექტემბერში საგანმანათლებლო რესურსცენტრებს უნდა მიაწოდონ, რომ შემდეგ მათი სკოლებისთვის დარიგება მოხდეს. პირველკლასელები კი საჩუქარს სწავლის დაწყების პირველ და შემდეგ დღეებში მიიღებენ.

პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“-ს ბენეფიციარებად განისაზღვრებიან პირველკლასელი მოსწავლეები, მათი დამრიგებლები, საჯარო სკოლის ის მოსწავლეები, რომლებიც ირიცხებიან/ჩაირიცხებიან I-III კლასში და არ მიუღიათ კომპიუტერი, ასევე ოკუპირებული გალის რაიონის ომამდელ საზღვრებში არსებული ფუნქციონირებადი 30 სკოლის პირველკლასელები.

კომენტარები