„პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დღეს კიდევ რამდენიმე გამოჯანმრთელებული დატოვებს – დინამიკა არის მკვეთრად კლებისკენ“ – ლევან რატიანი

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დღეს კიდევ რამდენიმე გამოჯანმრთელებული დატოვებს.

-„ინფიცირებული გვყავს 52 პაციენტი. დინამიკა მკვეთრად არის კლებისკენ.  კლინიკიდან ბოლო 24 საათში გაეწერა 9 გამოჯანმრთელებული. ახალი შემთხვევა ბოლო რამდენიმე დღეა არ მიგვიღია.რეანიმაციაში სამი პაციენტია, აქედან ერთი არის სპონტანურ სუნთქვაზე, ხოლო დანარჩენი ორის მდგომარეობა არის დადებით დინამიკაში. მათთან კოვიდ ინფექცია აღარ ფიქსირდება. განყოფილებაში მყოფი ყველა პაციენტის მდგომარეობა მდგომარეობა სტაბილურია. ველოდებით ტესტირების შედეგებს. გვეცოდინება დღის მეორე ნახევარში და კიდევ რამდეიმე პაციენტი დატოვებს კლინიკას“, – განაცხადა კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა.

საქართველოში კორონავირუსი 638 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 317 უკვე გამოჯანმრთელდა, 10 ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები