„პირჯვრის გამოსახვა იგივეა, რაც ლოცვა…“

-„პირჯვრის გამოსახვა იგივეა, რაც ლოცვა… პროლოგში არის მოთხრობილი ერთი ებრაელის შესახებ: იგი იმ მღვიმეში შევიდა, სადაც ეშმაკები ბუდობდნენ და მათგან შეშინებულმა უნებლიედ პირჯვარი გამოისახა. ეშმაკები მაშინვე მოშორდნენ იქაურობას, თან ამბობდნენ: „აქ არის დაბეჭდილი ჭურჭელი და ჩვენ არ ძალგვიძს მღვიმეში ყოფნა“–ო. ებრაელი, როგორც არაქრისტიანი, ცარიელი ჭურჭელია, მაგრამ პირჯვრის გამოსახვამ თავისი ძალა იქონია და ეშმაკები იქაურობას გაეცალნენ“.
წმინდა ნიკონ ოპტინელი
კომენტარები