„პლაზმით მკურნალობა გაგრძელდება, თუმცა დონორის მოპოვება ადვილი არ რის. გამოვიყენეთ ორ შემთხვევაში და ორივე ავადმყოფი გამოჯანმრთელდა“ – თენგიზ ცერცვაძე

-„პლაზმით მკურნალობა გაგრძელდება, თუმცა დონორის მოპოვება ადვილი არ რის. უნდა იყვნენ დონორები, რომლებიც თანახმა არიან, მაგრამ ყველა დონორის პლაზმა არ ვარგა. პლაზმა უნდა შეიცავდეს ანტისხეულებს მაღალი კონცენტრაციით.  10 დონორს როცა ვსინჯავთ, იქიდან ერთის პლაზმაა მარტო გამოსადეგი. ამიტომ ვერ გამოიყენება ეს მეთოდი ფართოდ, გამოიყენება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, როცა სხვა მედიკამენტის მკურნალობა შედეგს არ იძლევა. ყველა გამოჯანმრთელებული პაციენტი, ვინც სურვილს გამოთქვამს, სხვას დაეხმაროს, ყოველდღე ხდება პლაზმის აღება. პლაზმების მეტი ნაწილი არ არის გამოსადეგარი. ამჟამად გვაქვს სამი თუ ოთხი გამოსადეგი პლაზმა.

პაციენტების პლაზმა, რომელიც შეიცავს ანტისხეულებს, სულ ორ შემთხვევაში გამოვიყენეთ. ორივე ავადმყოფი გამოჯანმრთელდა“, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ.

საქართველოში კორონავირუსის 895 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 741. გარდაცვლილია – 14.

კომენტარები