პლანეტის მოსახლეობის თითქმის 50% სუნთქავს ჰაერს, რომელშიც აეროზოლებისა და მტვრის მაღალი კონცენტრაციაა

დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუკის ანალიზმა აჩვენა, პლანეტის მოსახლეობის თითქმის 50% სუნთქავს ჰაერს, რომელშიც აეროზოლებისა და მტვრის მაღალი კონცენტრაციაა.

კვლევის შედეგები სამეცნიერო ჟურნალ Climate and Atmospheric Science-ში გამოქვეყნდა.

-„ამ ადამიანების უმეტესობა აფრიკასა და სამხრეთ აზიაში ცხოვრობს.  ჰაერის დაბინძურების შემცირების მიმართულებით განხორციელებულმა ხანგრძლივმა ზომებმა მსოფლიოს არაერთ რეგიონში სასურველი შედეგი გამოიღო, თუმცა  დედამიწაზე ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ადგილია, სადაც ჰაერის დაბინძურების დონე კვლავ იზრდება ან საგანგაშოა, ნორმაზე ხუთჯერ უფრო მაღალ ნიშნულზე რჩება“, – განაცხადა ექსეტერის უნივერსიტეტის პროფესორმა, გევინ შედიკიმ.

ჯანმოს მონაცემებით, ყოველწლიურად ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების გამო 7 მილიონი ადამიანი იღუპება. მეცნიერები ვარაუდობენ, სიკვდილიანობის რეალური მაჩვენებელი გაცილებით მაღალია.

კომენტარები