„პლაქვენილი ერთგვარად ასოცირებული გახდა ქართველი ექიმების წარმატებასთან. უნდათ მიიღონ პასუხი, რომ პლაქვენილი“-თენგიზ ცერცვაძე

-„ბოლო დროს ერთგვარი საზომი გახდა პლაქველინი. უნდათ მიიღონ პასუხი, რომ პლაქვენილი ცუდია, რომ მისი ხმარება არ შეიძლება, არ ვარგა, ძალიან ტოქსიურია, არაფერს აკეთებს.  პლაქვენილი ერთგვარად ასოცირებული გახდა ქართველი ექიმების წარმატებასთან და იმ შედეგებთან, რომელიც მიღწეულია. შემდეგ გამოჩნდა ურთიერთგამომრიცხავი კვლევები. ჯერ არ არის რაიმე ოფიციალურად დადასტურებული მედიკამენტი, რომელიც კარგია კოვიდის სამკურნალოდ. ასეთი არ არსებობს. ჩვენ თავიდანვე არჩევანი გავაკეთეთ პლაქვენილზე, უბრალოდ ჩვენი ანალიტიკრი შეხედულებით“,  – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ `„ტვ პირველის“ ეთერში.

კომენტარები